კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- 30 ივნისი, 2023
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყო.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე, ადგილზე სკოლაში.
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან, 30 ივნისიდან - 20 ივლისამდე (რეგისტრაცია შეწყდება 19 ივლისს, 18:00 საათზე).
სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 03 ივლისიდან - 20 ივლისამდე (რეგისტრაცია შეწყდება 19 ივლისს 17:00 საათზე).
მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:
მისაღები გამოცდა მე-8 კლასში ჩატარდება - 25 ივლისს
მისაღები გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩატარდება - 27 ივლისს.
გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო - 07: 30 საათიდან
გამოცდის დაწყები დრო - 08:30 საათზე
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96.
მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის, გამოცდის ხანგრძლივობის, მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ გამოცხადდება არაუგვიანეს 7 ივლისისა.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2022-23 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან კომაროვის სკოლის პროექტში ,,საღამოს სკოლა” საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ. მათ დაარეგისტრირებს სკოლა.
რეგისტრაციის პირობები:
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2022-23 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2022-23 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1 დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:
რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 03 ივლისიდან - 20 ივლისამდე 11:00-17:00 საათებში (რეგისტრაცია შეწყდება 19 ივლისს 17:00 საათზე).
მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N116;
ადგილზე რეგისტრაციის პირობა:
მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2022-23 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2022-23 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1 დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
ვიმეორებთ:
მოსწავლეები, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, ასევე პროექტში ,,საღამოს სკოლა” არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად, შესაბამისად არ საჭიროებენ მითითებული დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა) უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მისაღებ გამოცდაზე. (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ ექნება (ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა) სკოლის საგამოცდო გუნდი იტოვებს უფლებას გადაუღოს ფოტო, შემდგომი იდენტიფიკაციისათვის.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2022-23 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2022-23 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.
მოსწავლემ, რომელმაც 2022-23 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.
მე-9, მე-10, მე-11 კლასების მისაღები გამოცდის ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მისაღები გამოცდის წინა წლის ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://rb.gy/nfxex
ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის, გამოცდის ხანგრძლივობის, მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ გამოცხადდება არაუგვიანეს 07 ივლისისა.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!